აბონენტის ნომერი:

90835000
პაკეტი სტარტი

აბონენტის ნომერი:

90835000
პაკეტი სტარტი
  • გადახდის ისტორია
  • პარამეტრები
  • გამოსვლა

უსაფრთხოების პოლიტიკა

დატაკომის აბონენტთა ვებ პორტალით (შემდგომში: ‘’პირადი კაბინეტი’’) სარგებლობისათვის რეგისტრაციისას, ან უშუალოდ ‘’ პირადი კაბინეტით’’ სარგებლობისას  თქვენ შესაძლოა მოგიხდეთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის ჩვენთვის გამჟღავნება. მაგალითად:

  • ჩვენ შესაძლოა მოგთხოვოთ ისეთი პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება, როგორიცაა თქვენი სახელი, გვარი, ელ. ფოსტის მისამართი, ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი, პირადი ნომერი, პასპორტის/პირადობის მოწმობის ნომერი ან/და დოკუმენტის სკანირებული ვერსია ან/და საკრედიტო ბარათის ნომერი;
     

  • როდესაც თქვენ გსურთ მესამე პირებს (მაგალითად თქვენი ოჯახის წევრებს ან მეგობრებს) გაუზიაროთ ინფორმაცია ‘’დატაკომის’’ მიერ შემოთავაზებული პროდუქტების/სერვისების შესახებ ან/და მოიწვიოთ ისინი სოციალურ ქსელში/ფორუმებზე მონაწილეობის მისაღებად, ჩვენ შესაძლოა მოგთხოვოთ ინფორმაცია აღნიშნული პირების შესახებ.

როგორ იყენებს ‘’დატაკომი’’ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას:

  • თქვენი პერსონალური ინფორმაცია უმთავრესად საჭიროა იმისათვის, რომ თქვენ ადვილად და ეფექტურად მართოთ თქვენი პირადი ანგარიში – შეიძინოთ, ისარგებლოთ, განაახლოთ, შეცვალოთ, შეაჩეროთ ან/და გააუქმოთ ესა თუ ის სერვისი/პროდუქტი სახლიდან გაუსვლელად;
     

  • თქვენი პერსონალური ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს მარტივად და დროულად მოგაწოდოთ ინფორმაცია ახალი სერვისების/პროდუქტების ან/და აქციების შესახებ;
     

  • თქვენი პერსონალური ინფორმაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ჩვენს მიერ სხვადასხვა შეტყობინებების გამოგზავნის მიზნით (მაგალითად: ინფორმაცია დარჩენილი კრედიტის ან დავალიანების შესახებ, ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, მომსახურების პირობებში, მომსახურების პაკეტებში და ა.შ.)
     

  • თქვენი პერსონალური ინფორმაცია, ასევე, შესაძლოა გამოყენებულ იქნას ‘’დატაკომის’’ მიერ ნებისმიერი სხვა მიზნისთვის რომელიც არ ეწინააღმდეგება კანონს.

პერსონალური ინფორმაციის დაცვა

ჩვენთან თქვენი პერსონალური ინფორმაცია დაცულია. ‘’დატაკომი’’ გარანტიას იძლევა, რომ თქვენს მიერ გამჟღავნებული პერსონალური ინფორმაცია არ იქნება გამოყენებული ჩვენს მიერ კანონით აკრძალული მიზნებისათვის.

კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თქვენი პერსონალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება მესამე პირებისათვის.

კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თქვენი პერსონალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი გადხება მოთხოვნის წარმდგენი ორგანოსთვის.

ჩვენ ვინახავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას იმ ვადით, რაც საჭიროა ამ კონფიდენციალობის პოლიტიკაში აღწერილი მიზნების განხორციელებისთვის, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

პასუხისმგებლობა

თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენს მიერ წარდგენილი პერსონალური ინფორმაციის სისრულეზე, სიზუსტეზე და მის დროულად განახლებაზე. თქვენ ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ შეგვატყობინოთ ნებისმიერი ცვლილება თქვენს პერსონალურ ინფორმაციაში.

თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ თქვენი პერსონალური ინფორმაცია, ასევე თქვენი აბონენტის ნომერი, პაროლი, მომხმარებლის სახელი და ა.შ. მესამე პირებისთვის არასანქცირებული გამჟღავნებისგან. ‘’დატაკომი’’ არანაირი სახით არ აგებს პასუხს მესამე პირების მიერ თქვენი პერსონალური ინფორმაციის ან/და თქვენი აბონენტის ნომრის, პაროლის, მომხმარებლის სახელის და ა.შ. გამოყენებით თქვენთვის მიყენებული ზიანზე.

ნებისმიერი ეჭვის გამოსარიცხად, ითვლება, რომ: 

  • ჩვენთვის გამჟღავნებულ თქვენს მისამართზე (მათ შორის – ელ. ფოსტის მისამართზე) ან/და ტელეფონის ნომერზე ჩვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის/შეტყობინების ადრესატი ხართ თქვენ (ინფორმაცია/შეტყობინება ითვლება თქვენს მიერ მიღებულად), ხოლო
     

  • თქვენი აბონენტის ნომრის, პაროლის, მომხმარებლის სახელის გამოყენებისას – აღნიშნული აბონენტის ნომერი, პაროლი, მომხმარებლის სახელი გამოყენებულია თქვენს მიერ და აღნიშნულის შედეგად დამდგარ შედეგებზე, პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ.

არც ერთ შემთხვევაში, ‘’დატაკომი’’ პასუხს არ აგებს თქვენს ან მესამე პირების წინაშე არაპირდაპირი ზიანისთვის.

‘’ჩვენ’’ უფლებას ვიტოვებთ დროდადრო შევიტანოთ ცვლილებები აღნიშნულ წესებში. შეცვლილი წესები გამოქვეყნდება ‘’დატაკომის’’ ვებ გვერდზე და ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. 


 

შპს დატაკომი © 2018 ყველა უფლება დაცულია

დაამზადა GE-PAGE.COM